მეორე მსოფლიო ომი — ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ — ამერიკის შეერთებული შტატები.
გერმანიაში ამ პერიოდში ძლიერდებოდა ნაცისტური პარტია, რომლის ლიდერიც ადოლფ ჰიტლერი, 1933 წლის 30 იანვარს გერმანიის კანცლერი გახდა. ჰიტლერის საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო „ვერსალის ზავის“ წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა ე.წ. „დიდი გერმანული რაიხის“ შექმნას და „საარსებო გარემოს“ მოპოვებას აღმოსავლეთში.XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში ევროპის ბევრი სახელმწიფო ტოტალიტარული რეჟიმის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. 1922 წელს იტალიის სათავეში ბენიტო მუსოლინი და ფაშისტური პარტია მოექცა. მათი ექსპანსიური საგარეო პოლიტიკის შედეგი იყო ეთიოპიის (1936) და ალბანეთის (1939) ანექსია.
ზაარის მხარის (1935), რაინის ოლქის (1936), ავსტრიის (1938) და სუდეტის მიწების (1938) მიერთებით ჰიტლერმა თავისი გეგმის პირველი ორი პუნქტი მეტ-ნაკლებად შეასრულა. ინგლისისა და საფრანგეთის დათმობითმა პოლიტიკამ ყოველივე ამას დიდად შეუწყო ხელი. მაშინაც კი, როცა გერმანიამ ჩეხეთი მთლიანად შეიერთა (1939 წლის მარტი) ინგლისი და საფრანგეთი მხოლოდ პროტესტის ნოტით დაკმაყოფილდნენ.
გერმანიის თავდასხმა პოლონეთზე (1939)
მეორე მსოფლიო ომი ევროპაში გერმანიამ დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს 4 საათსა და 45 წუთზე ვერმახტის პოლონეთზე თავდასხმით. თავდასხმის გამართლების მიზნით გერმანულმა მხარემ მოაწყო რამდენიმე ინციდენტი. ყველაზე ცნობილი მათ შორის იყო პოლონურ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი „სს-ის“ წევრების თავდასხმა 31 აგვისტოს რადიოსადგურ გლაივიცზე, რომლის დროსაც მათ პოლონურ ენაზე ეთერში გადასცეს პოლონეთის მიერ გერმანიისადმი ომის გამოცხადების ცნობა.
პოლონეთის მთავრობა დიდ იმედებს ამყარებდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარებაზე,
17 სექტემბერს პოლონეთის იმედებს წერტილი დაესვა. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის საიდუმლო დამატებითი პროტოკოლის შესაბამისად წითელმა არმიამ მოახდინა პოლონეთის აღმოსავლეთი ნაწილის ოკუპაცია. მიუხედავად ამ ძალადობრივი ფაქტისა ამჯერად ინგლისს და საფრანგეთს საბჭოთა კავშირისათვის ომი არ გამოუცხადებიათ. იმავე დღეს პოლონეთის მთავრობამ დატოვა ქვეყანა და რუმინეთს შეაფარა თავი. პოლონეთის სამხედრო მარცხი გარდაუვალი იყო.
1944 დასაწყისში 315 დივიზიისა და 10 ბრიგადიდან, რომელიც ფაშისტურ გერმანიას ჰყავდა, 198 დივიზია და 6 ბრიგადა სსრკ-გერმანიის ფრონტზე იბრძოდა. მეორე მსოფლიო ომის მსვლელობამ ცხადყო, რომ სსრკ-ს საკუთარი ძალებით შეეძლო ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების მოპოვება და ევროპის გათავისუფლება ფაშისტური უღლისაგან. 1944 ზაფხულისათვის საერთაშორისო და სამხედრო ვითარება ისეთი იყო, რომ მე-2 ფრონტის გახსნის შემდგომ დაყოვნებას შედეგად მოჰყვებოდა მთელი ევროპის გათავისუფლება სსრკ-ის ძალებით. ასეთმა პერსპექტივამ აიძულა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მმართველი წრეები დაეჩქარებინათ შეჭრა დასავლეთ ევროპაში ლა-მანშის მხრიდან. მოკავშირეებს ძალთა აბსოლუტური უპირატესობა გააჩნდათ.. 1944 წლის 16 დეკემბერს ფაშისტურმა ჯარებმა დაიწყეს კონტრშეტევა არდენში. ინგლის-ამერიკის მთავრობებმა საბჭოთა მთავრობას სთხოვეს აღმოსავლეთ ფრონტზე შეტევის დაჩქარება. ვისლა-ოდერის ოპერაციის მსვლელობაში საბჭოთა ჯარებმა გაანადგურეს გერმანიის ფაშისტთა დაჯგუფება ვისლასა და ოდერს შორის, გაანადგურეს 35 დივიზია და მძიმე ზარალი მიაყენეს 25 დივიზიას. აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაციის (1945)დროს განადგურდა გერმანელთა 25 დივიზია და მძიმე ზარალი განიცადა 12 დივიზიამ. საბჭოთა ჯარებმა იერიშით აიღეს კენიგსბერგი. 1945 წლის თებერვალ-აპრილის I ნახევარში გაანადგურეს მტრის მსხვილი დაჯგუფებები აღმოსავლეთ პომერანიასა და სილეზიაში, გაათავისუფლეს ბალტიის ზღვის სანაპირო დანციგიდან ოდერამდე. გერმანიის წინააღმდეგ მოქმედების კოორდინაციისათვის და ევროპაში ომის შემდეგ წესრიგის დამყარების საკითხებთან დაკავშირებით 1945 წლის 4-11 თებერვალს იალტაში შედგა სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელთა კონფერენცია (ყირიმის კონფერენცია 1945).
ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგობის უკანასკნელი ცენტრი ბერლინი იყო. 16 აპრილს დაიწყო გრანდიოზული ბერლინის ოპერაცია (1945). ჰიტლერის თვითმკვლელობის შემდეგ (30 აპრილი) ადმირალ დენიცის მეთაურობით შეიქმნა მთავრობა, რომელიც წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას ცდილობდა. 6-11 მაისს საბჭოთა არმიებმა ჩაატარეს პრაღის ოპერაცია (1945). ფართო ფრონტით შეტევის შედეგად საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა დაასრულეს ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნების გათავისუფლება. 4 მაისს ხელმოწერილ იქნა აქტი გერმანელთა ჯარების დანებების შესახებ ნიდერლანდში, ჩრდილოეთ-დასავლეთ გერმანიაში, შლეზვიგ-ჰოლშტაინსა და დანიაში. 5 მაისს დანებდნენ ფაშისტური ჯარები სამხრეთ და დასავლეთ ავსტრიაში, ბავარიაში, ტიროლში და სხვა რაიონებში. 8 მაისს, შუაღამისას საბჭოთა ჯარების მიერ დაკავებული კარლსჰორსტის გარეუბანში გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებმა ფელდმარშალ ვ. კაიტელის მეთაურობით ხელი მოაწერეს აქტს ფაშისტური გერმანიის შეიარეღებული ძალების უსიტყვო კაპიტულაციის შესახებ. უსიტყვო კაპიტულაცია საბჭოთა მთავრობის დავალებით მიიღო საბჭოთა კავშირის მარშალმა გ. ჟუკოვმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებთან ერთად.
6 აგვისტოსა და 9 აგვისტოს აშშ-მა ატომური ბომბები ჩამოაგდო ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, რის შედეგადაც დაიხოცა და დასახიჩრდა 1/4 მლნ-მდე მშვიდობიანი მცხოვრები. 8 აგვისტოს სსრკ-მა ომი გამოუცხადა იაპონიას. 9 აგვისტოს საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს საომარი მოქმედება მანჯურიაში განლაგებული იაპონელთა კვანტუნის არმიის (1,2 მლნ. კაცი) წინააღმდეგ. 10 აგვისტოს იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაება მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაც. საბჭოთა ჯარებმა სწრაფი შეტევით მოკლე დროში გაანადგურეს კვანტუნის არმია და გაათავისუფლეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ჩინეთის ნაწილი, ჩრდილოეთ კორეა, კუნძული სახალინი და კურილის კინძულები. გათავისუფლებული მანჯურია ეკონომიკურად ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რაიონი, გადაიქცა ჩინეთის რევ. ძალების საიმედო სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმად. სსრკ-ის ომში ჩაბმამ და კვანტუნის არმიის განადგურებამ დააჩქარა იაპონიის უსიტყვო კაპიტულაცია, რომლითაც 1945 წლის 2 სექტემბერს დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.
მეორე მსოფლიო ომის შედეგები
მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ბედზე. გერმანია, იტალია და იაპონია გამოეთიშნენ მსოფლიოს, როგორც ძლიერი სახელმწიფოები. ევროპაში გადამწყვეტი როლი აშშ-ს და მსოფლიოში ახლად გაბატონებულ სსრკ-ს ჰქონდათ მას შემდეგ, რაც 1940 გერმანიამ საფრანგეთი დაიპყრო, ხოლო დიდი ბრიტანეთი უძლური იყო დაემარცხებინა გერმანია. ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%). ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იქნა 110 მლნ. კაცი. დაიღუპა 62 მლნ. კაცი (სსრკ - 27 მლნ., გერმანია - 5,25 მლნ., პოლონეთი - 4,5-6 მლნ., იუგოსლავია - 1,7 მლნ., იაპონია - 1,8 მლნ., აშშ - 318.000, დიდი ბრიტანეთი - 386.000, საფრანგეთი - 810.000, იტალია - 330.000, რუმინეთი - 378.000, უნგრეთი - 420 000, ფინეთი - 84 000), სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.
No comments:
Post a Comment