XX საუკუნის 80-ანი წლების პირველ ნახევარში მსოფლიოში ვითარება დაიძაბა, ამისი მთავარი მიზეზი ავღანეთში საბჭოთა კავშირშის აგრესია და იქ დაწყებული ომი იყო. 1978 წელს აპრილში, აჯანყების შედეგად, ავღანეთის ხელისუფლების სათავეში პროკომუნისტური ძალები მოვიდნენ. ახალმა მთავრობამ რეფორმების გატარება დაიწყო და საბჭოთა კავშირს დაუახლოვდა. მაგრამ შიდა დაპირისპირებას ავღანეთის მთავარ პარტიაში მორიგი სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვა. ახალმა პრეზიდენტმა ჰაფიზულა ამინმა პაკისტანთან, ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონტაქტის დამყარება სცადა. ავღანეთის მთავრობის მხრიდან თხოვნის შემთხვევაში, საბჭოთა ჯარის შეყვანის შესაძლებლობას ავღანეთსა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმებული 1978 წლის ხელშეკრულება ქმნიდა. ავღანეთის მთავრობის ამგვარი თხოვნის მიზეზი აღმოსავლურ ავღანეთში დაწყებული აჯანყება იყო, რომელიც მთელ ქვეყანას სწრაფად მოედო. აჯანყება გამოიწვია რეფორმებმა.
1979 წლის 25 დეკემბერს დაიწყო საბჭოთა ჯარების გადასხმა ქაბულში. თავდაპირველად ის ოფიციალურ ხასიათს ატარებდა. ორი დღის შემდეგ საბჭოთა სპეცდანიშნულების რაზმებმა მოულოდნელად შეუტიეს პრეზიდენტის სასახლეს, აიღეს და ამინი მოკლეს. ძალაუფლება კი ხელთ იგდო ბაბაქ-არმალმა. მსოფლიომ მკვეთრი რეაგირება მოახდინა საბჭოთა ინტერვენციაზე. განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია მაშინ, როცა ამერიკელებმა თავიანთი რაკეტები განალაგეს ევროპაში. გარდა ამისა, შეერთებული შტატებს ხელისუფლებამ ავღანელებისთვის დახმარება გაზარდა. მიზანი იყო ავღანეთის „საბჭოთა ვიეტნამად“ გადაქცევა და ეს მოხდა კიდეც. 1988 წელს საბჭოთა მხარე დარწმუნდა თავისი ავღანური პოლიტიკის სრულ მარცხში და ჯარის გამოყვანას დათანხმდა, რაც მომდევნო წელს განხორციელდა. საბჭოთა არმიის გამოყვანას ქვეყანაში სამოქალაქო ომი მოჰყვა. ბოლომდე წესრიგის დამყარება ამერიკელებმა ვერ შეძლეს. მათ ავღანეთში ჯარები 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტების შემდეგ შეიყვანეს და თალიბანის რეჟიმი დაამხეს. თვითმკვლელმა ტერორისტებმა აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავები გაიტაცეს. ორი მათგანი ნიუ-იორკში სავაჭრო ცენტრს, ერთი კი პენტაგონის შენობას დაეჯახა. სულ 3000-მდე ადამიანი დაიღუპა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა დაჯგუფებამ ალ-ქაიდამ.
No comments:
Post a Comment