ოცდაათწლიანი ომი (1618-1648) — 1555 წლის აუგსბურგის რელიგიურმა ზავმა ვერ მოუღო ბოლო კათოლიკეებისა და პროტესტანტების დაპირისპირებას გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიაში. კათოლიკეების თავგამოდებული მომხრე ავსტრიელი ჰაბსბურგების საიმპერატორო სახლი, ყოველნაირად ავიწროებდა ჩეხ ჰუსიტებს. 1618 წელს ჩეხები იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყდნენ.
ასე დაიწყო ოცდაათწლიანი ომი. იმპერატორმა ჩეხები დაამარცხა და მათ სასტიკად გაუსწორდა. იმპერატორის ხელისუფლებამ დაიწყო უმკაცრესი ღონისძიების გატარება ჩეხეთის გაგერმანელებისა და გაკათოლიკებისთვის. გერმანელ პროტესტანტ მთავრებს შეეშინდათ, რომ იმპერატორი მათ სამფლობელოებშიც შეეცდებოდა კათოლიკობის აღდგენას. გაჩაღდა დაუნდობელი ომი გერმანელ პროტესტანტ მთავრებსა და იმპერატორს შორის. იმპერიაში დაწყებული არეულობით ისარგებლეს მეზობელმა ქვეყნებმა და ჩაერივნენ გერმანიის შინააშლილობაში. პროტესტანტული შვედეთისა და კათოლიკური საფრანგეთის ჯარებმა ააოხრეს გერმანია. ოცდაათწლიანი ომი დასრულდა 1648 წელს ვესტფალიის ზავით. ამ ზავით, გაჩანაგებული და დარბეული გერმანიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გადავიდა შვედეთისა და საფრანგეთის ხელში, გერმანელი მთავრები კი ავსტრიის იმპერატორისაგან დამოუკიდებელი თვითმპყრობელები გახდნენ. გერმანული ერის საღვთო რომის იმპერია დანაწევრდა 1500-მდე სარაინდო მამულად და დაახლოებით იმდენივე სახელმწიფოდ რამდენი დღეც არის წელიწადში.

ჰაბსბურგების საიმპერატორო სახლის ხელისუფლება გერმანული ერის საღვთო რომის იმპერიაზე მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
No comments:
Post a Comment