ისრაელი და რაბული სამყარო

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი (არაბ. الصراع العربي الإسرائيلي‎‎ ალ-სირა'ა ალ'არაბი ა'ისრაილი; ებრ.הסכסוך הישראלי-ערבי ჰა'სიხსუხ ჰა'იისრაელი-არავი) — პოლიტიკური დაძაბულობა და სამხედრო კონფლიქტების არაბული ქვეყნების ლიგასა და ისრაელს, არაბებსა და ისრაელელებს შორის. თანამედროვე არაბულ-ისრაელიანური კონფლიქტი ეფუძნება XIX საუკუნის ბოლოს, სიონიზმისა და არაბული ნაციონალიზმის ზრდას. ტერიტორიას ებრაელები საკუთარ სამშობლოდ, პანაარაბისტული მოძრაობა კი პალესტინელი არაბების ისტორიულ კუთვნილებად, ხოლო პანისლამისტურ კონტექსტში, ისლამურ მიწად თვლიან. დაპირისპირება პალესტინელ ებრაელებსა და პალესტინელ არაბებს შორის XX საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა და მრავალეტაპიან დაპირისპირებებს, 1948 წლის მაისში თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს შექმნა მოჰყვა.
კონფლიქტი, რომელიც დაიწყო ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, როგორც არაბებსა და ებრაელებს შორის პოლიტიკური და ნაციონალისტური კონფლიქტი ტერიტორიულ ამბიციებზე, გადაიზარდა უფრო ლოკალურ ისრაელურ-პალესტინურ კონფლიქტში. საომარი მოქმედებები დიდწილად დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რომელიც იომ-ქიფურის ომის დასრულებას მოჰყვა. შესაბამისად, სამშვიდობო შეთანხმებებს ხელი მოეწერა ისრაელსა და ეგვიპტეს შორის 1979 წელს და ისრაელსა და იორდანიას შორის 1994 წელს. ოსლოს ხელშეკრულებამ 1993 წელს პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია შექმნა განაპირობა, თუმცა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას დღემდე ვერ მიაღწია. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ისრაელსა აკავშირებს სირიასა და 2006 წლიდან ლიბანს შორის. კონფლიქტი ისრაელსა და ღაზას შორის, რომელიც დასრულდა 2009 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით (მიუხედავად ამისა ბრძოლები დღემდე გრძელდება), თუმცა პირდაპირ არ უკავშირდება არაბული ქვეყნების ლიგას, განიხილება, როგორც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტისა და შესაბამისად არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეგვიპტესა და იორდანიასთან სამშვიდობო და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებები, არაბულ სამყაროსა და ისრაელს შორის ტერიტორიულიკონფლიქტი ჯერაც არ დასრულებულა.სახელმწიფოები, რომლებიც ჩართული არიან კონფლიქტში

No comments:

Post a Comment