არტაქსერქსე II ( ძვ. წ. 404 - ძვ. წ. 359 წწ).ართახშასას მმართელობის დასაწყისში მოხდა აქემენიდების იმპერიაში ერთერთი უსასტიკესი არეულობა. ართახშასა ტახტზე ავიდა თუ არა, მის წინააღმდეგ შეთქმულება დაიწყო მისმა უმცროსმა ძმა, კურუშმა, რომელიც მცირე აზიაში იყო მმართველი. ქსენოფონტეს და პლუტარქეს ცნობებით კურუში ღირსეული ადამიანი იყო და ძმაზე უკეთ შეეფერებოდა მეფობას. მას დაქირავებული ჯარები, კარგი დამხმარეები და ერთგული მეგობრები ჰყავდა, მაგრამ არ გაუმართლა. კუნაქსთან ბრძოლაში ძვ. წ. 401 წლის სექტემბერში, მისმა ჯარებმა დაამარცხეს ართახშასას არმია, მაგრამ კურუში ბრძოლაში დაიღუპა. ასე შეინარჩუნა ართახშასამ ძალაუფლება.
ართახშასას მმართველობის დროს მოხდა ცენტრალური ხელისუფლების დასუსტება, ხშირი იყო არეულობა, შეთქმულებები და აჯანყებები. ძვ. წ. IV საუკუნის პირველ წლებში სპარსებს მოუწიათ მცირე აზიაში სპარტასთან ომი. სპარტელებმა რამდენიმეჯერ სასტიკად დაამარცხეს სპარსები და გაძარცვეს ქვეყანა. მცირე აზიის განთავისუფლება მხოლოდ ძვ. წ. 395 წელს მოხერხდა, მეფემ მოქთამვით ომი გააჩაღა ელადაში, და სპარტანულმა ჯარმა დატოვა აზია. ძვ. წ. 386 წელს შედგა ანტალკიდის ზავი, რომლითაც სპარსეთმა დაიბრუნა დაკარგული იონიის ქალაქები.დარიახუში შეთქმულებაში აღმოჩნდა ჩათრეული, როდესაც შეთქმულების ამბავი მეფემ გაიგო, მისი ვაჟი სიკვდილით დასაჯეს. მალე მეფეც მოკვდა.
მან მოიშორა ყველა მეტოქე და 359 წელს გამეფდა როგორც არტაქსერქსე III.ახალმა მეფემ, მომავალში შეთქმულებების თავიდან ასაცილებლად ამოწყვიტა თავისი უახლოესი ნათესავები. მხოლოდ ერთ დღეს მოკლულ იქნენ მისი 80 ძმა.ძვ. წ. 356 მეფემ მცირე აზიის სატრაპებს, რომლებიც დამოუკიდებელი მეფეებივით იქცეოდნენ, უბრძანა დაქირავებული ჯარების დათხოვნა. ძვ. წ. 349 წელს აჯანყდნენ ეგვიპტის მიერ წაქეზებული ფინიკიური ქალაქები. ორმა სპარსულმა არმიამ გაილაშქრა ამბოხის ჩასახშობად, მაგრამ დამარცხდნენ. აჯარყება მოედო კილიკიას, იუდეას და კვიპროსს. ძვ. წ. 345 წელს ართახშასა თავად გაუძღვა ფინიკიელების წინააღმდეგ უდიდეს არმიას (დიოდორეს თანახმად 300 000 ჯარისკაცი და 300 გემი). სიდონი მეფე ტენესის ღალატის გამო უბრძოლველად აიღეს სპარსებმა და მისი 40 000 მაცხოვრებელი სიკვდილით დასაჯეს. ამ სისასტიკემ ისე შეაშფოთა ფინიკიელები, რომ ძვ. წ. 344 წელს მათ შეწყვიტეს წინააღმდეგობა. ძვ. წ. 342 წელს არტაქსერქსემ აიღო მემფისი, შემდეგ კი მთელი ეგვიპტე დაიკავა. ნეკტანები თავისი განძით ნუბიაში გაიქცა. აჯანყებისთვის ეგვიპტელები სასტიკად დაისაჯენ – ქალაქები და ტაძრები გაიძარცვა, ციხეები დაინგრა და ქვეყანა დაჩაჩანაკდა. დამოუკიდებლობის 60 წლის შემდეგ ეგვიპტე ისევ სპარსეთის სატრაპიად იქცა.ვ. წ. 338 წელს საჭურის ბაგოას წაქეზებით მეფე მისმა პირადმა ექიმმა მოწამლა.
დარიოს III-მ ან კოდომანმა(დაახ. ძვ. წ. 380 - 330) შეძლო მმართველობის განმტკიცება და ეგვიპტეც დაიმორჩილა (ძვ. წ. 335 წ.), მაგრამ ალექსანდრე მაკედონელმა, ძვ.წ. 333 წელს ისოსის ბრძოლაში დაამარცხა. 331 წელს კი გავგამელასთან მისი არმია საბოლოოდ გაანადგურა. ალექსანდრე მაკედონელის მიერ დამარცხების შემდეგ ტახტიდან ჩამოგდებულ იქნა და აღმოსავლეთ ირანს შეაფარა თავი, აქ იგი მოკლა მისმავე ნათესავმა ბაქტრიის სატრაპმა ბესოსმა. დარიოს III-ის სიკვდილის შემდეგ აქემენიდთა სახელმწიფო დაემხო.
No comments:
Post a Comment