ჯვაროსნული ომები

ჯვაროსნული ომები — დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული დაპყრობითი ომები ახლო აღმოსავლეთში 1096-1270 წლებში. ლაშქრობის მონაწილეს სიმბოლურად ტანსაცმელზე მიკერებული ჰქონდა ჯვარი, რის მიხედვითაც ეწოდათ „ჯვაროსნები“.
საფუძველი ჩაეყარა XI საუკუნის დასაწყისში, როდესაც ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა. დაპყრობით ომებს კათოლიკურმა ეკლესიამ რელიგიური ხასიათი მისცა. 1096-1270 წლებში მოეწყო 8 ჯვაროსნული ლაშქრობა. ფეოდალური ჩაგვრისა და სიდუხჭირისაგან თავის დახსნის მიზნით ლაშქრობებში მონაწილეობდა დაბალი სოციალური ფენა. ჯვაროსნულ ლაშქრობებს მხარი დაუჭირეს იტალიის ქალაქებმა ვენეციამ, გენუამ და პიზამ.
მიუხედავად ომების არაორგანიზებულისა და უმართაობისა (ეს კარგად გამომჟღავნდა პირველ და მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობებზე, როდესაც გლეხთა განწირული ჯარები დაიძრნენ წმინდა ადგილების დასახსნელად და როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს) ლაშქრობებმა უდიდესი როლი შეასრულეს ევროპისა და აზიის ქვეყნების დაახლოებაში, ევროპელებმა გაიფართოვეს ცოდნა აღმოსავლეთზე და მსოფლიოზე.



Image result for ჯვაროსნები

  • პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასათავისუფლებლად. თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდი უბრალო ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ დაიძრა ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის ივლისში იერუსალიმი აიღეს. ამ ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.


  • მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა

დაიწყო 1145 წელს, ედესას დაცემის გამო. ედესა პირველი სამთავრო იყო შექმნილი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად (1095-1099) და ასევე პირველი, რომელიც დაეცა. პაპმა ევგენი III-მ გამოაცხადა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა და ეს იყო პირველი ჯვაროსნული ბრძოლა, რომელსაც ევროპელი მეფეები ლუი VII (საფრანგეთი) და კონრად III (გერმანია) ხელმძღვანელობდნენ. ორი მეფის არმიამ დამოუკიდებლად გადალახა ევროპა,შეფერხდა ბიზანტიასთან, რომლის გადალახვის შემდეგ ორივე მეფის არმია დამოუკიდებლად დაამარცხა თურქ-სელჩუკებმა.
ედესას დაცემა (1140) იყო მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის პირდაპირი მიზეზი
ლუიმ და კონრადმა მათი არმიების ნარჩენებით იერუსალიმში ჩასვლა მოახერხეს და 1148 წელს, დამასკოზე უშედეგო იერიში მიიტანეს. ეს ლაშქრობა დიდი წარუმატებლობა იყო ჯვაროსნებისთვის და დიდი გამარჯვება მაჰმადიანებისთვის. (მას შედეგად იერუსალიმის დაცემა და XII საუკუნეში მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა მოჰყვა) გულგატეხილი კონრადი და ლუი აღარ იყვნენ დარწმუნებულნი თავის ძალებში და ამიტომ 1149 წლის დასაწისში ორივე მონარქმა წმინდა მიწა სახელგატეხილმა დატოვა.
ამას მოჰყვა მუსლიმთა გაძლიერება და 1174 წელს ერთიან სამეფოდ ჩამოყალიბება, რაც 1187 წელს მუსლიმთა მიერ იერუსალიმის აღებით დამთავრდა.





  •  მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა

მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა (1189-1192) – წამოიწყეს რომის პაპებმა გრიგოლ VIII-ემ და მისი გარდაცვალების შემდეგ განაგრძო კლემენტ III-მ. მასში მონაწილეობა მიიღო სამმა უძლიერესმა ევროპულმა მონარქმა — საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ I ბარბაროსამ, საფრანგეთის მეფე ფილიპ II აუგუსტმა და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულმა. ამ ლაშქრობის წინაპირობა გახდა მიზეზი სალადინის მიერ 1187 წელს იერუსალიმის დაპყრობისა.
აკოს ალყა იყო პირველი დიდი დაპირისპირება მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის გადამწყვეტი ეტაპები რიჩარდ ლომგულსა და სალადინს შორის მიმდინარეობდა. ამ დროისთვის რიჩარი მიატოვეს ევროპელმა მონარქებმა, რადგანაც იერუსალიმის აღების შემდეგ, ვინ იმეფებდა იქ ვერ შეთანხმდნენ. 20 აგვისტოს რიჩარდი გაემართა იაფასკენ. სალადინმა გადაწყვიტა რიჩარდი შეაჩერებინა იაფას ჩრდილოეთით, პატარა დასახლება არსუფთან. მიუხედავად რიცხვობრივი უპირატესობისა სალადინს სძლიეს და 12 სექტემბერს მცირე დანაკარგებით აიღეს იაფა. სწორედ არსუფის ბრძოლაში მიიღო რიჩარდმა მეტსახელი ლომგული, რომელიც მის ვაჟკაცობას და შეუპოვრობას გამოხატავდა.
სალადინი
საბოლოო ბრძოლა რიჩარდსა და სალადინს შორის მოხდა 1192 წლის 5 აგვისტოს. ბრძოლა ჯვაროსანთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. სალადინი უკუიქცა.
2 სექტემბერს რიჩარდსა და სალადინს შორის დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც რიჩარდს რჩებოდა დაპყრობილი ტერიტორიის 90%, სადაც იარსებებდა იერუსალიმის სამეფო. მუსლიმებს რჩებოდათ იერუსალიმი, თუმცა ზავის საფუძველზე მლოცველებს, მოსახლეობასა და ვაჭრებს ქალაქში შესვლისა და თავისუფლად გადაადგილების საშუალება ეძლეოდათ. რიჩარდ ლომგულმა 9 ოქტომბერს გამარჯვებულმა დატოვა წმინდა მიწა და ფეხით გაემართა ინგლისისაკენ.
რიჩარდ ლომგული
იერუსალიმის სამეფის მეფედ დარჩა რიჩარდის ახლო ნათესავი შამპანის გრაფი ანრი II. სალადინი კი ზავის დადებიდან რამდენიმე თვეში 1193 წელს გარდაიცვალა.


  • მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა

1204 წელს ჯვაროსნებმა ბონიფაციუს I მონფერატის მეთურობით კონსტანტინოპოლი აიღეს და იქ ლათინთა იმპერია დააარსეს,რომლის პირველი იმპერატორიც გახდა ბალდუინ I ფლანდრიელი. ბონიფაციუს მონფერატი გახდა თესალონიკის მეფე. ლათინთა იმპერიამ 1261 წლამდე იარსება. ამ ლაშქრობის შემდეგ ჯვაროსანთა პოზიციები მცირე აზიაში ძლიერ შესუსტდა. იერუსალიმი ეგვიპტელი არაბების ხელში რჩებოდა. ევროპის მონარქებმა შემდეგი დარტყმა ეგვიპტისაკენ მიმართეს.
კონსტანტინოპოლის აღება


  •  მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა 12181221წწ. მოხდა მას სათავეში უნგრეთის მეფე ანდრია,კარდინალი პელაგიუსი,იერუსალიმის მეფე იოანე და კვიპროსის მეფე ჰუგო ედგნენ სათავეში.მათ აიღეს ქალაქი დამიეტა ეგვიპტეში,მაგრამ მალევე დაკარგეს.მრავალი რაინდი,რომელიც ამავე დროს ბერიც იყო,მუსლიმების წინააღნდეგ ბრძოლის მიზნით ორდენებში ერთიანდებოდა ამ ორდენებს შორის ტამპლიეტები,ტევტონები და ჰოსპიტალიერები გამოირჩეოდნენ.                                                                მეექვსეჯვაროსნული ლაშქრობა 12281229წწ.იყო მას მეთაურობდა საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ მეორე.ფრიდრიხმა ეგვიპტის სულთანთან მოლაპარაკების გზით დაიბრუნა იერუსალიმი,თუმცა ჯვაროსნებმა ქალაქი 1244წ. ისევ დაკარგეს.                                                                             






მეშვიდე და მერვე ჯვაროსნულ ლაშქრობები,12491254წწ.და 12701291წლებში მოხდა.ორივე ლაშქრობას მეთაურობდა ქრისტიანობისთვის გულანთებულისაფრანგეთის მეფე ლუი მეცხრე.მისი ორივე კამპანია მარცხით დასრულდა.მოგვიანებით მეფე ლუი წმინდანად სერაცხეს.1291 წელს ჯვაროსნების უკანასკნელი ქალაქი აკრა დაეცა და ამის შემდეგ ჯვაროსნული ლაშქრობებიც დასრულდა.


No comments:

Post a Comment