ომების შედეგად სპაპსელების მრავალ ცდას აეღო ბალკანეთი, წერტილი დაესვა. ბერძნული ცივილიზაციის კულტურულმა განვითარებამ პიკს მიაღწია, თუმცა მალევე ამ პერიოდში დაწინაურებულ ათენსა და სპარტას შორის დაიწყო ომი, რომელიც პელოპონესის ომის სახელითაა ცნობილი.
გვერდები
- მთავარი
- კონფლიქტები შუა მდინარეთში
- პუნიკური ომები
- ალექსანდრე მაკედონელი
- არაბთა სახალიფო და მისი დაპყრობები
- სელჩუკთა სახელმწიფო
- ჯვაროსნული ომები
- ბერძენ-სპარსული ომები
- ოცდაათწლიანი ომი
- საფრანგეთის რევოლუცია
- ნაპოლეონ ბონაპარტი
- I მსოფლიო ომი
- II მსოფლიო ომი
- ცივი ომი
- ვიეტნამის ომი
- ავღანეთის ომი
- ისრაელი და რაბული სამყარო
- მარტინ ლუთერ კინგი
- მაჰათმა განდი
- ხავერდოვანი რევოლუციები
ბერძენ-სპარსული ომები
ბერძენ-სპარსელთა ომები (ასევე ცნობილი, როგორც სპარსული ომები) იყო ომების სერია საბერძნეთის ქალაქსახელმწიფოებსა და სპარსეთის იმპერიას შორის. ომი დაიწყო ძვ. წ. 500 წელს და 51 წლის შემდეგ ძვ. წ. 449 წელს დასრულდა ბერძნების თავდაცვითი წარმატებით. კონფლიქტი დაიწყო იონიელების აჯანყებით, თუმცა ის მალევე ძვ. წ. 493 წელს სპარსელებმა ჩაახშეს. ამას მოჰყვა დარიოს I-ის შეჭრა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რომელიც მარათონის ველზე ათენელების მიერ მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვებით დაგვირგვინდა. დარიოსის სიკვდილის შემდეგ საბერძნეთში შეიჭრა სპარსული არმია მისი შვილის, ქსერქსე I-ის მეთაურობით. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ლეგენდარული თერმოპილეს ბრძოლა ქსერქსესა და სპარტის მეფე ლეონიდასს შორის, რომელიც ოკუპანტების გამარჯვებით დამთავრდა. ამის მიუხედავად არც მეორე ლაშქრობის დასასრული გამოდგა სპარსელებისთვის მომგებიანი. კამპანიის ბედი სალამინის საზღვაო ბრძოლაში ათენელებისა და სპარტელების კოალიციის გამარჯვებამ გადაწყვიტა. გამარჯვების შემდეგ ძვ. წ. 479-478 წლებში ბერძნებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და სპარსელების მიერ დაპყრობილი ტერიტორიები გაათავისუფლეს. შემდეგ კი ძვ. წ. 477-449 წლებში მიმდინარე ათენელების პირველი საზღვაო ალიანსის მიერ წარმოებული ომის შედეგად მოწინააღმდეგეს თრაკია და მცირე აზიაც გამოსტაცეს.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment