მაჰათმა განდი


მოჰანდას კარამჩანდ განდი                                                                    1948 წლიდან მან დაიწყო მოღავაწეობა, როგორც ერის სულიერმა წინამძოღლმა. სწორედ რაბინდრანათ თაგორმა უწოდა მას მაჰათმა.
        განდი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებაში. იგი იყო არამოძალადე აქტივისტი, რომელმაც უხელმძღვანელა მრავალ მშვიდობიან საპროტესტო აქციას.
მოჰანდას განდი დაიბადა 1869 წლის 2 ოქტომბერს პორბანდარში, გუჯარათი, ინდოეთი. როდესაც განდი გახდა 18 წლის, იგი გაემგზავრა ინგლისში სამართლის სასწავლად. როდესაც იგი გახდა ადვოკატი, იგი გაემგზავრა ბრიტანეთის კოლონიაში, სამხრეთ აფრიკაში, სადაც იგი გაეცნო კანონებს, რომლის მიხედვითავ შავკანიანებს ჰქონდათ ნაკლები უფლებები, ვიდრე თეთრკანიანებს. მან გადაწყვიტა გამხდარიყო პოლიტიკური აქტივისტი, რადგან იგი ფიქრობდა რომ შეცვლიდა ამ უსამართლო კანონებს. მან შექმნა ძლიერი, არამოძალადე მოძრაობა. განდის ცხოვრების დროს ინდოეთი იყო ბრიტანეთის კოლონია. იგი არ ეგუებოდა ამას.
             1930 წელს განდიმ მოაწყო მარილის მარში.

მაჰათმა განდი უძღვება მარილის მარშს
როდესაც განდი დაბრუნდა ინდოეთში, მან გადაწყვიტა დახმარებოდა ინდოეთს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. იგი მოუწოდებდა ბრიტანეთის სხვა კოლონიების ხალხს რომ ებრძოლათ პირადი თავისუფლებისთვის, დაეშალათ ბრიტანეთის იმპერია და აღედგინათ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა.
    ბრიტანეთის მიერ კოლონიზირებულ ინდოეთში მრავალი ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფი ცხოვრობდა. მათ შორის მრავალი ფიქრობდა რომ ქვეყნებს უნდა დაერღვიათ ასეთი კავშირი და ჩამოყალიბებულიყვნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. მაგრამ ამისგან განსხვავებით მეორენი ფიქრობდნენ რომ ინდუისტებს და მუსლიმებს ერთად უნდა ეცხოვრათ. განდი იყო ინდუისტი, მაგრამ მას მოსწონდა სხვა რელიგიებიც, ისლამი,იუდაიზმი, ქრისტიანობა. იგი ფიქრობდა რომ ყველა რელიგიის წარმომადგენელს უნდა ჰქონოდა ერთნაირი უფლებები, რათა მათ იცხოვრონ ერთად მშვიდობიანად.
     1938 წელს, განდიმ უარი თქვა კონგრესში დაკავებულ თანამდებობაზე. იგი ამბობდა, რომ კონგრესში მუშაობის გამო იგი ვერ შეძლებდა გაეერთიანებინა ერთმანეთისგან დაყოფილი სოციალური ფენები და რელიგიები. იგი ასევე ფიქრობდა რომ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი პოლიტიკურ პროცესებში ნაკლები იქნებოდა ვიდრე სამოქალაქო აქტივიზმში.
         1947 წელს ბრიტანეთის ინდოეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და გაავლო საზღვარი ორ სხვადასხვა ქვეყანას შორის, ინდოეთსა და პაკისტანზე. მიუხედავად იმისა რომ განდის უნდოდა ინდოეთის დამოუკიდებლობა, მას არ სურდა პაკისტანი და ინდოეთი გახლეჩილიყო ორ სახელმწიფოდ. იგი ნაცვლად დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისა, გლოვობდა ინდოეთის დაყოფის გამო.
       განდის სატიაგრაჰას პრინციპი, რომელიც ხშირად მოიხსენიებოდა როგორც „სიმართლის გზა“, „გზა სიმართლისკენ“, შთაგონებული იყო სხვა დამოკრატი და ანტი-რასისტი აქტივისტების, მარტინ ლუთერ კინგის, ნელსონ მანდელას მიერ. განდი ხშირად ამბობდა რომ მისი ღირებულებები იყო ძალიან მარტივი, დაფუძნებული ინდუიზმის რწმენაზე: სიმართლეზე (satya) და არამოძალადეობაზე (ahimsa).
    30 იანვარს, 1948 წელს, ინდუისტმა ექსტრემისტმა, ნათურამ გოდსემ მოკლა მაჰათმა განდი. მან ესროლა განდის რადგან ის ფიქრობდა რომ განდი იყო ზედმეტად შემწყნარებელი მუსლიმების მიმართ. გოდსე ჩამოხრჩობით დასაჯეს.

No comments:

Post a Comment