ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე მაკედონელი
ალექსანდრე რომელსაც ხშირად ალექსანდრე დიდს ან მაკედონელს უწოდებდნენ 20 წლის ასაკში ჩაიგდო ძალაუფლება ხელში. მიუხედავად მცირე ასაკისა მან სერიოზული მომზადება გაიარა. მამამისმა ფილიპე II-ემ ჯერ კიდევ გამოჩენილ ფილოსოფოსს არისტოტელეს მიაბარა აღსაზრდელად და 16 წლის ასაკში მისი ლაშქრობების მონაწილე გახდა. ალექსანდრეს უპირველესი სურვილი იყო რომ შეექმნა ერთი დიდი სახელმწიფო, სადაც მოქცეული იქნებოდა იმ დროინდელი ცივილიზირებული სამყარო და ამ ერთიანობას საფუძვლად უნდა დასდებოდა სამი ერთიანობის პრინციპი: ენობრივი კულტურული და პოლიტიკური. ეს იდეა კი ალექსანდრეს სხვა დამპყრობლებისაგან განასხვავებს.ალექსანდრე დიდი, მაკედონელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავ II ადოლფის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.

ალექსანდრე ათვინიერებს ბუცეფალს, ანდრე კასტანის ნამუშევარი
ალექსანდრე დაიბადა ძვ. წ. 356 წელს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-ის და მისი მეოთხე ცოლის, ეპირის მეფის, პტოლემაიოსის ასულის, დედოფალ ოლიმპიადას შვილი. დედის მხრიდან ალექსანდრე იყო ეპიროსელი მხედართმთავრის პიროსის მეორე მამიდაშვილი. პლუტარქეს მიხედვით, ალექსანდრე მამის მხრიდან ჰერაკლეს შთამომავალი იყო, ხოლო დედის მხრიდან –ეაკოსის, აქილევსისა და ნეოპტოლემუსის. ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, ჰეროსტრატემ გადაწვა ქალღმერთ არტემიდეს ტაძარი, ეფესოში. ასევე ცნობილია ისიც, რომ ამ დღეს პარმენიონმა გაანადგურა ილირიელები და ფილიპეს ცხენებმა კი ოლიმპიურ თამაშებში, ეტლოსანთა ჯირითში გაიმარჯვეს.
როდესაც ალექსანდრე 10 წლის იყო, ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა ცხენი. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. ამ დროს ალექსანდრემაც სცადა ბედი და ცხენი მოათვინიერა. პლუტარქე გადმოგვცემს, რომ ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი თავის შვილს უყიდა და უთხრა:
განათლებაალექსანდრემ მას ბუცეფალი დაარქვა, რაც ხარისთავას ნიშნავს.

არისტოტელე, "ათენის სკოლა"-ის ფრაგმენტი, რაფაელის ნამუშევარი
ალექსანდრე და არისტოტელე

არისტოტელე ამეცადინებს ალექსანდრეს, ფერისის ნამუშევარი, 1895
ბავშვობაში ალექსანდრე განებივრებული იყო აღმზრდელებით, თუმცა მის აღზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ლეონიდასი და ლისიმაქოსი. ფილიპე ამას არ დასჯერდა და ალექსანდრეს მასწავლებლად მოიწვია პლატონის მოსწავლე არისტოტელე, რომელიც იმ დროის ყველაზე განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. არისტოტელეც დათანხმდა. ცნობილია, რომ არისტოტელეს პატივსაცემად ფილიპემ თავიდან ააშენა მის მიერვე დანგრეული სტაგირე, არისტოტელეს მშობლიური ქალაქი. ასევე ფილიპემ არისტოტელეს ალექსანდრეს აღსაზრდელად უბოძა ნიმფების ტაძარი, მიეზასთან ახლოს. ასე, რომ მიეზა ალექსანდრესა და სხვა წარჩინებული ოჯახის შვილების სკოლად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა მომავალში ალექსანდრეს მეგობრები ან გენერლები გახდნენ. არისტოტელე აქ მათ ასწავლიდათ ფილოსოფიას, მედიცინას, ფიზიკას, მათემატიკას,ლოგიკას, ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნებას და ა.შ.


ქერონეიის ბრძოლა



ფილიპე II მაკედონელს ალყა ჰქონდა შემორტყმული პერინტუსისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ქალაქს სპარსეთის იმპერია ამარაგებდა, ალყა მოხსნა და საბერძნეთის დაპყრობა განიზრახა. მან მცირე დრო დაჰყო მაკედონიაში და შემდეგ მოულოდნელად დაიძრა სამხრეთისკენ. ძვ. წ. 338 წლის 2 აგვისტოს ორი არმია ერთმანეთს ქერონეიის ველზე გაუპირისპირდა ერთმანეთს. ფილიპეს მარჯვენა ფლანგი ებარა, ალექსანდრეს მარცხენა. შეუპოვარი ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა ისე, რომ არცერთ მხარეს უპირატესობა არ მოუპოვებია. შემდეგ ალექსანდრემ იმისათვის, რომ თავისი სიმამაცე და გამბედაობა დაემტკიცებინა შეტევა წამოიწყო თებელებზე. ის პირველი ეკვეთა მტერს. ამ შეტევამ მოწინააღმდეგის რიგებში ხვრელი გააჩინა და არმია ორ ნაწილად დაჰყო. ბერძნებმა დიდი დანაკლისი განიცადეს და საბოლოოდ გაქცევით უშველეს თავს. ამ დროს კი ფილიპემ თავისი არმია თავიდან უკან დახია, შემდეგ კი მთელი ძალით ეკვეთა მტერს. ამ მანევრმა ათენელები დააბნია და მათაც უკან დაიხიეს. ალექსანდრემ 3 ათასამდე თბელი ჩაიგდო ტყვედ. აღსანიშნავია, რომ მან გაანადგურა თებელების „საღვთო რაზმი“. ბრძოლის შემდეგ ფილიპემ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებთან ზავი დადო და შექმნა კორინთოს ლიგა სპარსეთის იმპერიიის წინააღმდეგ საბრძოლველად. 
პელაში დაბრუნების შემდეგ, ფილიპეს შეუყვარდა მისი გენერლის, ატალოსის ძმისწული და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. ამის გამო ალექსანდრეს მემკვიდრეობა სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა. ქორწილის დროს მთვრალმა ატალოსმა წამოიყვირა:

ამ შემთხვევის შემდეგ ალექსანდრე და ოლიმპიადა წავიდნენ ეპიროსში ამ უკანასკნელის ძმასთან. თუმცა შემდეგ ალექსანდრე ილირიაში გადავიდა. იქ მან ექვსი თვე დაჰყო, შემდეგ კი კორინთელი დემარატოსის შუამდგომლობით მაკედონიაში დაბრუნდა.
შემდეგ წელს კარიის სპარსელმა სატრაპმა პიქსოდოროსმა ფილიპეს თავისი შვილი შესთავაზა მისი ვაჟისთვის, არიდაიოსისთვის. ალექსანდრე და ოლიმპიადა შეშინდნენ, რომ ფილიპე აპირებდა არიდაიოსი გაეხადა თავის მემკვიდრედ. ზუსტად ამიტომ ალექსანდრემ ზომები მიიღო, მან კარიაში გააგზავნა მსახიობი თესალუსი, რათა დაერწმუნებინა პიქსოდოროსი, რომ არიდაიოსის ნაცვლად თავისი ასული ალექსანდრესთვის მიეცა.. მას შემდეგ, რაც ფილიპემ ეს ამბავი შეიტყო, განრისხდა, ალექსანდრეს მიუვარდა და გაკიცხა ის. პლუტარქეს მიხედვით, ფილიპემ ალექსანდრეს ოთხი მეგობარი,ჰარპალუსი, ნეარხუსი, პტოლემაიოსი და ერიგიუსი მაკედონიიდან გაყარა, კორინთოელებს კი უბრძანა, რომ თესალუსი მისთვის გადმოეცათ.
პაუსანია კლავს ფილიპეს
"როდესაც თეთრმოსასხამიანი ფილიპე გამოჩნდა, თეატრში ყველა ადგილი დაკავებული იყო. მისი ბრძანების გამო მცველი მას მხოლოდ დისტანციაზე მოჰყვებოდა. ფილიპეს ამით ხალხისთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ ის დაცული იყო ყველა ბერძენის კეთილგანწყობით და რომ მისი უსაფრთხოება არ საჭიროებდა შუბოსნების რაზმს. მაგრამ უეცრად მეფისადმი მოწყობილი შეთქმულება გამოაშკარავდა, ფილიპესთვის მიყენებული სასიკვდილო დარტყმის საშუალებით."
დიოდორე სიცილიელი აღწერს ფილიპეს სიკვდილს."ისტორიის ბიბლიოთეკა" წიგნი XVI
ძვ. წ. 336 წელს ფილიპემ მოაწყო თავისი შვილი, კლეოპატრასი, რომლის დედაც იყო ოლიმპიადა და ოლიმპიადასივე ძმის, ეპიროსის მეფის, ალექსანდრეს ქორწილი. ფესტივალი ეგიაში გაიმართა. ფილიპეს ამით ოლიმპიადას შემორიგება უნდოდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან მკვლელმა, პაუსანიამ ის სიცოცხლეს გამოასალმა. ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა 20 წლის შვილმა ალექსანდრემ დაიკავა.
გამეფებისთანავე ალექსანდრემ დაიწყო თავისი ჯარის თითქმის მუდმივი წვრთნა, რადგან აჯანყებები მოსალოდნელი იყო, როგორც ბერძნების, ისე ატალოსის მხრიდან, რომელიც თავისი არმიით მცირე აზიაში იმყოფებოდა პარმენიონის არმიასთან ერთად. ატალუსს მიმოწერა ჰქონდა დემოსთენესთან, რომელიც ათენელების აჯანყებას ედგა თავში, თუმცა შემდეგ ატალუსმა აზრი შეიცვალა და ისევ ალექსანდრეს მიემხრო. ამის მიუხედავად მეფემ ის არ შეიწყალა და სიკვდილით დასაჯა. ამ პერიოდშივე მოკლეს ფილიპეს ბოლო ცოლი კლეოპატრა და მისი ახალშობილი შვილი (ამ მკვლელობასთან ხშირად ოლიმპიადას აკავშირებენ).
ბერძნულმა პოლისებმა კორინთოს კონგრესი გააუქმეს. ამას ალექსანდრეს მოქმედება მოჰყვა. თავისი არმიით ის ჯერ თესალიაში შევიდა, სადაც მის არმიას თესალიური მხედრობა შეუერთდა. შემდეგ დიპლომატიითა და დაშინებით აჯანყებებიც ჩაახშო. ბოდიშის მოხდა მოუწია ათენსა და თებესაც. ალექსანდრემ კორინთოს კონგრესი თავიდან მოიწვია, რომელსაც თითქმის ყველა ბერძნული პოლისი შეუერთდა, სპარტის გამოკლებით. ალექსანდრე კონგრესის ჰეგემონად გამოცხადდა.


No comments:

Post a Comment